5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

“ოპოზიციის ალიანსი” აშშ-ში ვიზიტს გეგმავს- ჩერგოლეიშვილი

„ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ „ოპოზიციის ალიანსი” აშშ-ში ვიზიტს გეგმავს.

ჩერგოლეიშვილის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს:
 „იგეგმება ვიზიტი, მანამდე ვიზიტი გვექნება ევროპაში ალიანსის წევრებს, ალიანსის სახელით. აშშ-ში ჩვენ ჩავდივართ ერთი მიზეზით – მივცეთ ჩვენი გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას, როგორ ვამარცხებთ რუსეთის მოკავშირე რეჟიმს საქართველოში და როგორ იმარჯვებს თავისუფალი სამყარო მთელ სამხრეთ კავკასიაში”,- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
 დღეს ოპოზიციის ალიანსმა „ეროვნული მობილიზაციის კამპანია“ დაიწყო.
 „ეს არის ოპოზიციის ალიანსის ინიციატივა, მაგრამ ახლავე გვინდა ვთქვათ — ეს არ არის არც ამ 9 პარტიის და არც რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკური ჯგუფის კამპანია. ეს არის საქმე, რომელიც ყველას გასაკეთებელია“, – განაცხადა ბრიფინგზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
ოპოზიციის ალიანსის განცხადების მიხედვით, ამ კამპანიის მიზანია, გაიზარდოს პირისპირი კომუნიკაცია მოქალაქეებთან; განეიტრალდეს „ოცნების“ პროპაგანდა; საზოგადოებაში არსებული ცვლილების სურვილი უნდა გადაიქცეს რეალურ პოლიტიკურ ქმედებად; უნდა დამარცხდეს „ოცნების“ მიერ მიზანმიმართულად დანერგილი შიში; გაიზარდოს პროტესტში ჩართულ ადამიანთა რაოდენობა.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ითქვა, ეს კამპანია გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში და მისი სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში დაგეგმილი ხალხმრავალი აქცია.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი: თუ ვინმე რამდენჯერმე ხელს ჩამოართმევს “ოცნების” რომელიმე წარმომადგენელს, ეს არ არის ურთიერთობების აღდგენა
შემდეგი სტატიააუდიტი: I კვარტლის მონაცემებით, “ქართულმა ოცნებამ” 980 000 ლარის შემოწირულობა მიიღო