ოპოზიციიდან ვინც შევა კენჭისყრაზე, ის არის პოტენციური ეჭვმიტანილი – ხუხაშვილი

“ეს ემსგავსება ვირეშმაკობას, ვინც შევა, ის არის პოტენციური ეჭვმიტანილი”, – ეს განცხადება გია ხუხაშვილმა გააკეთა და გამოეხმაურა ოპოზიციის ნაწილის განზრახვას, იმპიჩმენტის დღეს სასესიო დარბაზში შევიდნენ და “ოცნების” საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირონ.

როგორც ხუხაშვილი ამბობს, ოპოზიცია ამ შემთხვევაში ერთიანი უნდა იყოს და სასესიო სხდომაზე არ უნდა შევიდნენ. როგორც ანალიტიკოსი ამბობს, იმის ალბათობა, რომ “ოცნებამ” ოპოზიცია მოისყიდოს, დაბალია, ხოლო თუ მაინც მოხდება ოპოზიციის მხრიდან მმართველი გუნდის წინადადებაზე დათანხმება, ეს “პოლიტიკური სუიციდი” იქნება.

არავინ უნდა შევიდეს. ნაცების ტაქტიკა კენჭისყრასთან დაკავშირებით არის სწორი, რომ გამოდიან სხვა პარტიები და ამბობენ, შევიდეთ და ვამტკიცოთ, – დიდი ბოდიში, მაგრამ ეს ემსგავსება ვირეშმაკობას, ვინც შევა, ის არის პოტენციური ეჭვმიტანილი. უბრალოდ არ უნდა შევიდნენ, უნდა დატოვონ „ქართული ოცნება“ მარტო, ვინც შევა ოპოზიციიდან არის ეჭვმიტანილი გარიგებაში, ცხადზე უცხადესია,“ – ამბობს ხუხაშვილი.

banner
წინა სტატიაშიპოპულიზმი რომ იყოს ოლიმპიური სახეობა, თქვენ, ბატონო გიორგი, ოლიმპიური ჩემპიონი იქნებოდით უდავოდ – თალაკვაძე გიორგი ვაშაძეს
შემდეგი სტატიარუბიკონი გადალახულია, სადამსჯელო ოპერაციაა – ხუხაშვილი იმპიჩმენტზე