ოპოზიციასთან მოლაპარაკებები თუ ვერ მოხერხდა, არჩევნები ჩატარდება არსებული შერეული სისტემით

ოპოზიციასთან მოლაპარაკებები თუ ვერ მოხერხდა, არჩევნები ჩატარდება არსებული შერეული სისტემით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი ოპოზიცია არ ჩაერთვება მოლაპარაკებებში, ეს პირველ რიგში ქვეყნის იმიჯს აზარალებს.

„თუ ისინი უარს იტყვიან და არ ჩაერთვებიან ამ მოლაპარაკებებში, რაც სამწუხაროა და ძალიან ცუდია, ეს პირველ რიგში აზარალებს ზოგადად ქვეყნის იმიჯს, ცუდია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ყველანაირი თვალსაზრისით. კარგი იქნებოდა, მომხდარიყო კონსენსუსის მიღწევა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, თუმცა თუ ვერ მოხერხდება ეს მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, არჩევნები ჩატარდება არსებული შერეული სისტემით“,- განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშინინო ჯანგირაშვილი: ივანიშვილი საკუთარი ხელით წერს საკუთარ უმძიმეს განაჩენს
შემდეგი სტატიაზვიად კვაჭანტირაძე: გიგი უგულავას ერთიდაიგივე საქმეზე განმეორებით დაჭერის შესახებ არის ყოვლად უგუნური გადაწყვეტილება