ოპოზიციაში ყველა მიმართულებით კატასტროფული ვითარებაა – დეკანოიძე

ოპოზიციაში კატასტროფული ვითარებაა ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები „ისევ ოპოზიციამ გაათრია პარლამენტში“.

„ქართულ ოცნებას“ ერთი დეპუტატი დაემატა დღეს, უფლებამოსილებით ცნეს გორი/კასპის მაჟორიტარი. ჯამში ახალ წევრთან ერთად ოცნებას + სოციალისტები 89 ხმა აქვთ.

ტაბლოზე 90 ხმა იყო. ამიტომ ერთი ადამიანი ოპოზიციიდან ისევ გარიგდა.

იმედია, კადრებს ამოიღებენ ჟურნალისტები და ზოგადად, ოპოზიციაში კატასტროფული ვითარებაა ყველა მიმართულებით“, – წერს დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაშიქვეყნები, რომლებსაც სომხეთის მიმართ უსაფრთხოების ვალდებულებები აქვთ, არ დაგვეხმარნენ, ჩვენ მარტო დაგვტოვეს – ფაშინიანი
შემდეგი სტატიაგერმანიის კანცლერი ჰეზბოლას და ირანს მოუწოდებს, არ ჩაერიონ ისრაელ-ჰამასის კონფლიქტში