ოპოზიციაში გაკოტრებული პოლიტიკოსები არიან

ოპოზიციაში აბსოლუტური უმრავლესობა, ერთი-ორი ადამიანის გარდა, გაკოტრებული პოლიტიკოსები არიან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის ქმედებებიდან იკვეთება, რომ მათ არჩევნები არ უნდათ.

„რა უნდათ, არ ისმის და თითქმის ძალადობა წამოვიდა წინა პლანზე. ისე იკვეთება, რომ არჩევნებიც არ უნდათ. შეიძლებოდა მიზეზი უფრო ღრმა იყოს, თუ გნებავთ ისიც, რომ პოლიტიკოსს, ნებისმიერ მოქალაქეს ღერძი და საფუძველი არ უნდა ჰქონდეს დანგრეული. პოლიტიკოსი იქნება ეს თუ ნებისმიერი მოქალაქე, თუ ის ცდილობს, საზოგადოებრივ საქმიანობაში შევიდეს და საზოგადოების რაღაც ნაწილი გააერთიანოს იმისთვის, რომ ქვეყანა უკეთესი მიმართულებით განვითარდეს, ელემენტარულად მას ქვეყანაზე ზრუნვის განცდა უნდა ჰქონდეს. ეს განცდა მე მგონი, დაკარგულია. ეს განცდა რომ გქონდეს, ქვეყნის სიყვარული უნდა გქონდეს. სამშობლო არის ის ემოციური, რაც ჩვენ გვიყვარს, ჩვენი იდენტობა. სახელმწიფო არის ის, რომელიც ამას იცავს, რაც გიყვარს და რაც შენმა წინაპრებმა დაგიტოვეს, შენი რელიგია, შენი ხალხური სიმღერა, თუ შენი ცეკვა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ემოციური ნაწილი არის სამშობლო, სამშობლოს დასაცავად შეიქმნა სახელმწიფო ინსტიტუტები და თუ იმის სიყვარული არა გაქვს, მაშინ რას იცავ და რისგან იცავ.

„ვიღაცამ კარგი შედარება გამიკეთა – ქვევრი მოიგონეს იმისთვის, რომ ღვინო შეენახათ, დაეცვათ და თუ ღვინო არ გიყვარს, ქვევრს რა თავში იხლიო. ამ პოლიტიკოსების პრობლემა ის არის, რომ სახელმწიფოს მართვას იბრალებენ, სამშობლო აღარ ახსოვთ და სამშობლოს სიყვარული არ გააჩნიათ. მე მგონი უფრო სიღრმისეულია მათი პრობლემები. საოცარი გაერთიანებაა. რაღაც საერთო აქვთ და ამ საერთოში მაგათი მართვის დროს თუ გავიხსენებთ, ცხრა წელიწადს რას უშვრებოდნენ ქვეყნას, რას უშვრებოდნენ ხალხს. დღეს იგივე ხალხი გამოდის, სამართლიანობას ითხოვს, პროპორციული გვინდაო, დაჟინებით ითხოვენ. სამართლიანი არჩევნები გვინდაო, ცხრა წელიწადი თვითონ პროპორციული საწინააღმდეგოდ აკეთებდნენ ყველაფერს, მაჟორიტარულს არ თმობდნენ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: აწიე თავი-მეთქი მიშას ვეუბნები
შემდეგი სტატიაივანიშვილი: 10 წელიწადში ჩვენი ეკონომიკა 2 მილიონ სამუშაო ადგილს ვერ შექმნის