ოპოზიციამ ზუგდიდში აქცია-მსვლელობა მოაწყო

გაერთიანებული ოპოზიცია-ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის შტაბიდან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა აქცია-მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ და საოლქო კომისიის შენობასთან მისვლას გეგმავენ.

ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი წარმომადგენლები უარს აცხადებენ, ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ მოლაპარაკებაზე და ვადამდელ საპარელამენტო არჩევნებს ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა ქუჩაში ფლაერები დაარიგეს, რითაც მოსახლეობას ხვალ თბილისში დაგეგმილ აქციაზე წასვლისკენ მოუწოდეს

 

https://youtu.be/obH5fe4vJl0

 

 

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: ჩვენ საქმე გვაქვს საბჭოთა შინსახკომის რეანიმაციასთან, კავკასიაში საქართველოს მონაკვეთზე
შემდეგი სტატიასაქართველოში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ