ოპოზიციამ, ვისაც რეალურად უნდა, რომ ეს მთავრობა გადადგეს და სახალხო მთავრობა შეიქმნას, პარლამენტი, საკრებულოები უნდა დატოვონ და რეალურად ხალხის გვერდით დადგნენ – ჭიჭინაძე

ოპოზიცია, ვინც თვლის, რომ “ოცნება” ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის და ვისაც რეალურად უნდა, რომ ეს მთავრობა გადადგეს და სახალხო მთავრობა შეიქმნას, მოლაპარაკების ილუზიას კობახიძეების ლაქიებთან კი არ უნდა ქმნიდნენ, არამედ პარლამენტი, საკრებულოები უნდა დატოვონ და რეალურად ხალხის გვერდით დადგნენ, – ამის შესახებ “ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს.

მისი თქმით, ოპოზიცია ასე იმიტომ უნდა მოიქცეს, რომ „პოლიტიკა პარლამენტში დიდი ხანია აღარ კეთდება და პოლიტიკა დღეს გარეთ – ხალხშია გამოსული”.

„ოცნებამ” თავიდანვე გამოგვიცხადა, რომ დეოლიგარქიზაცია ივანიშვილს არ ეხება. მაშინ ოპოზიცია მათთან მოლაპარაკებაზე ისევ რატომ დაჯდა? მოსწონთ ამდენი გადაგდება და დაცინვა? ასე ხომ ისევ ხალხის ინტერესები იყიდება. ოპოზიცია, ვინც თვლის, რომ ხელისუფლება მიტაცებულია, რომ “ოცნება” ქვეყნის განვითარებას, კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელს უშლის, ვისაც რეალურად უნდა, რომ ეს მთავრობა გადადგეს და სახალხო მთავრობა შეიქმნას, მოლაპარაკების ილუზიას კობახიძეების ლაქიებთან კი არ უნდა ქმნიდნენ, არამედ პარლამენტი, საკრებულოები უნდა დატოვონ და რეალურად დადგნენ ხალხის გვერდით, რადგან პოლიტიკა პარლამენტში დიდი ხანია აღარ კეთდება, იქ უფასო ცირკია. პოლიტიკა დღეს გარეთაა გამოსული, ხალხში. დაასრულონ ბოლოს და ბოლოს მიტაცებული ხელისუფლების ლეგალიზება!“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, გაზრდილი ექსპორტი და ტურიზმის აღდგენის დინამიკის გაძლიერება განიხილეს