ოპოზიციამ უარი უნდა თქვას მანდატებზე

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს და ოპოზიციის ლიდერებს მანდატებზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.

“ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ გუშინ ჩატარდა ამაზრზენი არჩევნები, ეს იყო ტოტალური გაყალბება, უამრავი ფაქტის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ყველამ ვნახეთ ათეულობით ოქმი, სადაც “ქართული ოცნების” ხმები აღემატებოდა უბანზე მისულთა რაოდენობას. მივმართავ ყველა ოპოზიციის ლიდერს, საჭიროა, ყველამ უარი ვთქვათ მანდატებზე და ამით შევქმნათ სამართლებრივი საფუძველი, რომ არ ჩატარდეს პარლამენტის სხდომა და მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება სამართლებრივად არ იყოს ცნობილი,” – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი საარჩევნო დღეს Facebook-პოსტით ეხმიანება და მას “ოცნების” სიხარბეს უწოდებს
შემდეგი სტატიაარ იყო ნათლად გამიჯნული ხაზი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის – OSCE