ოპოზიციამ თბილისის ექვს ოლქში საერთო მაჟორიტარული კანდიდატები დაასახელა

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა.

ოპოზიციამ თბილისის ექვსი მაჟორიტარული ოლქისთვის კანდიდატების შეთანხმებული სია დაასახელა.

კერძოდ, ოპოზიციამ თბილისის ოლქებში შემდეგი კანდიდატები წარადგინა:

მთაწმინდა – შალვა შავგულიძე

სამგორი – ლევან ხაბეიშვილი

ვაკე – ელენე ხოშტარია

გლდანი – ნიკა მელია

ისანი – გიორგი ვაშაძე

ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი.

„დღეისთვის ყველაფერი ითქვა, იწყება დიდი ლაშქრობა ქვეყნის გადასარჩენად და ჩვენი დედაქალაქი, ჩვენი თბილისელები, დარწმუნებული ვარ, იტყვიან იმ სიტყვას, რაც გააბრწყინებს საქართველოს მთელ დედამიწაზე და დააკავებინებს ადგილს, რომელიც მას ეკუთვნოდა ორბიტაზე. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვინც მონაწილეობდა ამ უაღრესად რთულ და საინტერესო კონსულტაციებში. ვინაიდან მათ აჩვენეს ერთიანობის, მამულიშვილობის, ეროვნულობის უზარმაზარი მაგალითი დღევანდელობისთვის და მომავლისათვის. მინდა, უდიდესი მადლობა ვუთხრა, მასმედიას, პრესას, თქვენი სახით, ამ ინტერესისათვის, იმ დიდი საქმიანობისათვის, რასაც აკეთებთ წინა ფრონტზე, ქვეყნის გადარჩენის წინა ხაზზე. მინდა, გამოვთქვა უდიდესი რწმენა, რომ 31 ოქტომბერს საქართველოს გამარჯვების არწივი სწორედ თბილისიდან აფრინდება“,- აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი : ვფიქრობ, ოპოზიციაში ყველა აცნობიერებს, რომ ოლიგარქიული და პლუტოკრატიული რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად ერთიანი პოზიციის დაცვა აუცილებელია
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია : ბევრი განსხვავებისა და პრობლემის მიუხედავად, ოპოზიციამ საერთო სტრატეგიაზე შეთანხმება შეძლო