ოპოზიციამ სამ პუნქტად ჩამოყალიბებული მოთხოვნები გაახმიანა

“ევროპული საქართცველოს” ერთერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ სამ პუნქტად ჩამოყალიბებული ოპოზიციის მოთხოვნები გაახმიანა მას შემდეგ, რაც ნიკა მელიამ ასევე საერთო გადაწყვეტილება გამოაცხადა და ივანიშვილს 20:00 საათამდე მისცა დრო ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

“მე გაგაცნობთ ჩვენს მოთხოვნებს, რომლებიც ძალაში შევა მას შემდეგ, რაც თქვცენ დაუჭერთ მას მხარს. პირველი: ვითხოვთ ხელახალი არჩევნების დანიშვნას. მეორე: ხელახალი არჩევნები უნდაჩატარდეს სამართლიან გარემოში, ამიტომ თამარ ჟვანია უნდა გადადგეს. და მესამე: ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს! წამზომი ჩართულია! “- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიზაალ უდუმაშვილი: გაგრძელდება აქციები, იქნება კიდევ უფრო მძაფრი პროტესტი, რევოლუცია არ იგეგმება
შემდეგი სტატიაქართველი ემიგრანტები თბილისის აქციას უერთდებიან