ოპოზიციამ პარლამენტთან დაგეგმილი საპროტესტო აქცია გადადო

ოპოზიციამ პარლამენტთან დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქცია გადადო, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ პარლამენტთან ჟურნალისტებს განუცხადა.

გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციის გეგმების შეცვლა ბაღდადში წუხელ მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება. ამასთან, გიგი უგულავამ საქართველოს პარლამენტს მოუწოდა, დღევანდელი სესია გადაიდოს.

„ენით აუწერელი ტრაგედიის ფონზე, ჩვენ ყველას გვჭირდება დაფიქრება, მობილიზება და გლოვა. ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე, მინდა, საქართველოს პარლამენტს მოვუწოდო, დღეს გადაიდოს პარლამენტის სხდომა.

რაც შეეხება სამოქმედო გეგმებს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე ხვალ, როდესაც პარლამენტის სხდომა გაიმართება და წესით ხვალ უნდა იყოს მომდევნო სესია, 10:00 საათზე, ჩვეულებისამებრ ჩვენ კვლავ შევიკრიბებით და გავაპროტესტებთ იმ უმსგავსობას, გავაპროტესტებთ და მოვითხოვთ პროპორციულ სამართლიან არჩევნებს.

მინდა, ჩვენს პარლამენტს ვთხოვო, გადადოს სხდომა ნიშნად ერთსულოვნებისა, რომ ყველა ვართ ტრაგედიის წინაშე სოლიდარული და თანაზიარი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ბაღდათში, წუხელ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. მომხდარს ექვსი ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიბაღდათში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანის, მათ შორის 4 ბავშვის და ორსული ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა ავტომანქანების პირველადი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ორი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა