ოპოზიციამ მომხრეები ღამის ათი საათიდან პარლამენტთან დააყუდა, ღამე გაათენებინა, თავად კი მაინც დააგვიანა კომიტეტზე – მაჭარაშვილი

ოპოზიციამ მომხრეები ღამის ათი საათიდან პარლამენტთან დააყუდა, ღამე გაათენებინა, თავად კი მაინც დააგვიანა კომიტეტზე, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, პირადად მას კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად წინააღმდეგობა არ შეხვედრია.

„სახლიდან გამოვედი ცხრის თხუთმეტ წუთზე და მოვედი პარლამენტში ცხრას რომ თხუთმეტი წუთი აკლდა. ოპოზიცია ღამის ათი საათიდან იქ იდგა და კომიტეტზე დააგვიანა. ეს არის რეალობა. კომიტეტი დაიწყო ცხრა საათზე, როგორც იყო ჩანიშნული. მომხსენებელმა იკითხა, იყო თუ არა რედაქციული შენიშვნები. შენიშვნები არ იყო და ამის შემდეგ გადავედით კენჭისყრის პროცედურაზე. მორჩა კომიტეტი, გამოვედით გარეთ და ოპოზიცია კეკლუცობდა – ზოგი მარცხენა მხარეს იყო თავდახრილი, ზოგი მარჯვენა მხარეს და კეკლუცობდნენ ჟურნალისტებთან. იმაზე ნერვიულობენ, რომ მომხრეები ღამის ათი საათიდან იქ დააყუდეს, ღამე გაათენებინეს, თავად კი მაინც დააგვიანეს კომიტეტზე“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ დეპუტატებს პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.

banner
წინა სტატიაშიერთი პირის სანქცირებამ შესაძლოა, პოლიტიკის ცვლილება გამოიწვიოს – Bloomberg
შემდეგი სტატია12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოს შესახებ წერილით ბორელს მიმართავენ