ოპოზიციამ მოაწყო მოკლე შოუ – თალაკვაძე ოპონენტებს საბანკო რეგულაციების თემით სპეკულირებაში ადანაშაულებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო ოპოზიციას ახალი საბანკო რეგულაციების საკითხით პოლიტიკურ მანიპულირებაში ადანაშაულებს.

თალაკვაძე ამბობს, რომ მცირე ან საშუალო მოცულობის სესხის აღების შემთხვევაში ხშირად მოქალაქეები გარანტიად დებდნენ პენსიონერის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, რის შემდეგაც პენსიონრები საცხოვრებელი სახლების გარეშე, ღია ცის ქვეშ რჩებოდნენ.

თალაკვაძე ამბობს, რომ სწორედ ამიტომ მიიღეს ახალი საბანკო რეგულაციები.

„ეს იყო ის რეალობა, რისთვისაც ცვლილებები განხორციელდა. დღეს, იმაზე საუბარი, რომ ეს ცვლილებები არ იყო საჭირო მესმის ოპოზიციას რაში სჭირდება, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს რეალური არგუმენტები. ყველა თქვენი არგუმენტი , ყველა შეფასება რაც აქ გაჟღერდა იყო პოლიტიკური. მხოლოდ თქვენ არ გქონდათ არცერთი პროფესიული, იურიდიული არგუმენტი ამ ტრანზაქციებთან დაკავშირებული, სწორედ ამიტომ იყო ეს მოკლე შოუ,“- განაცხადა თალაკვაძემ.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ საბანკო რეგულაციებმა მოსახლეობა მძიმე ვითარებაში ჩააყენა და მათი სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ოპოზიცია რეგულაციების გაუქმებას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ქობულია – ვეთანხმები აზრს, რომ ჩვენთან დემოკრატიის განვითარება უსწრებს ეკონომიკის განვითარებას, რაც არის საკმაოდ არაჩვეულებრივი
შემდეგი სტატიაზოგიერთი დეპუტატი გავანაწყენე კიდეც, თუმცა, რას ვიზამთ- ერთია, პოლიტიკოსის ტვირთი და მანდატი, მე კი ჩემი მანდატი მაქვს – კობა გვენეტაძე