ოპოზიციამ ხმარებიდან ამოიღოს ტერმინები პრორუსული მთავრობა და პუტინისტური რეჟიმი – კობახიძე დეპოლარიზაციაზე

ოპოზიციამ უნდა შეიცვალოს რიტორიკა და ხმარებიდან ამოიღოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა პრორუსული მთავრობა, ან პუტინისტური რეჟიმი – ამის შესახებ ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, როგორც კი ოპოზიცია, ლექსიკონიდან ამოიღებს აღნიშნულ ტერმინებს ისინი გადადგამენ პირველ ნაბიჯებს დეპოლარიზაციისკენ.

“ოპოზიციამ უნდა შეიცვალოს რიტორიკა და ხმარებიდან ამოიღოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა არის მაგალითად პრორუსული მთავრობა. ან პუტინისტური რეჟიმი და ა.შ. როგორც კი ამას გააკეთებენ მაშინვე ისინი გადადგამენ პირველ ნაბიჯს დეპოლარიზაციისკენ. ამის მზაობა თუ აქვთ, რა თქმა უნდა, ეს იქნება კარგი თუმცა ამის მზაობას ვერ ვხედავთ, პირიქით, ყველა მათი ყველა ნაბიჯი არის პოლარიზაციისკენ მიმართული, ვნახოთ, ცალმხრივად პოლარიზაცია ვერ შესრულდება დაველოდებით რა თქმა უნდა ოპოზიციის ქმედებებს ” – ამბობს ირაკლი კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიევროინტეგრაციის გზაზე ოთხივე შედეგს ქვეყანამ „ქართული ოცნების“ პირობებში მიაღწია, ასეთივე თანმიმდევრულობით განვაგრძობთ მუშაობას, რათა სათანადო ვადებში მივიღოთ კანდიდატის სტატუსი – კობახიძე
შემდეგი სტატიავინც ამ უტიფარ რუსეთუმე რუბლის მონას გადაეყრებით, აუცილებლად დაუსვით კითხვა, რატომ იღებს ფულს რუსული ფედერალური ბიუჯეტიდან?! – ქადაგიძე ხოშტარიაზე