ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილის და თბილისის მერიის მოლაპარაკების დეტალები გაასაჯარვა

ახალი დეტალები ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისების შესახებ. დღეს ოპოზიციამ გაახმაურა ბიძინა ივანიშვილის თბილისის მერიასთან მოლაპარაკების დეტალები. როგორც ირკვევა, ყოფილი პრემიერი, მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ბოძების გადატანას ცდილობდა.

“ბოტანიკური ბაღის კუთვნილი ტერიტორიის მითვისების შემდგომ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას განუცხადა თითქოს ეს ბოტანიკური ბაღის ინტერესებიდან გამომდინარე გაკეთდა. იმ 4 ჰექტარზე რომელიც მან თავად გადასცა ბოტანიკურ ბაღს, გადის 35 კილოვატიანი მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზი, რომელსაც აქვს საკუთარი დამცავი ზონა, ზონა რომელშიც მშენებლობა იკრძალება. სამწუხაროდ, ძუნწმა მილიარდერმა 400 ათას კვადრატულ მიწის ნაკვეთში ეზარალა 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა – თბილისის თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა – თბილისის წევრის ირაკლი ნადირაძის თქმით, რადგან, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ამ ნაკვეთზე ადამიანების შეკრება აკრძალულია.

“განცხადება იმის თაობაზე რომ ის 4 ჰექტარი იყო უკეთესი ბოტანიკური ბაღისთვის და იქ აპირებდნენ ალტერნატიული შესასვლელის მოწყობას ეს გახლდათ ელემენტარული ტყუილი რადგან, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ამ ნაკვეთზე გამომდინარე იქედან, რომ გადის მაღალი ძაბვის ხაზები, იკრძალება ნებისმიერი სახის ხალხის თავშეყრა რადგან ეს დაკავშირებულია მათ უსაფრთხოებასთან“ – აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი:”დიდ სამამულო ომში” პროცენტულად ყველაზე მეტი მსხვერპლი საქართველომ “გაიღო”
შემდეგი სტატიაგიორგი გაბედავა აპირებს ელისო კილაძეს სასამართლოში უჩივლოს