„ოპოზიციამ ანერვიულა მოსახლეობა”-ზურაბ ტყემალაძე “გაზპრომთან” გამართულ მოლაპარაკებებზე საუბრობს

გაზპრომთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც საქართველო სომხეთზე გატარებული გაზისთვის ბუნებრივი აირის 10%-ს მიიღებს, განცხადებები კეთდება პარლამენტში. უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე განმარტავს, რომ საზოგადოებაში არსებული ვნებათაღელვა გაზპრომის საკითხზე ოპოზიციის მიერ იყო პროვოცირებული.

„ოპოზიციამ ანერვიულა მოსახლეობა იმიტომ, რომ ენერგეტიკის სამინისტროს, არასდროს არ უთქვამს და არ გამოუთქვამს ეჭვი ამასთან დაკავშირებით. იგი ყოველთვის საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ მოთხოვნა რუსული მხარიდან იყო ასეთი, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ დარჩეს ძველი მოდელი. ბატონი კახის სასახელოდ მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგად გაართვეს მოლაპარაკებებს თავი,“-აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ სოფელ წინაგარაში ტყეს ცეცხლი უკიდია
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას ხარების დღესასწაული მიულოცა