ოპოზიციამ 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადო

იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ქვეყნის პოლიტიკური და დემოკრატიული მომავალი, მზად ვართ, მოლაპარაკებების შეთავაზების პარალელურად, კვლავ მივცეთ ვადა, კომპრომისის სივრცე ხელისუფლებას და გადავდოთ 25 თებერვალს დაანონსებული აქცია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის მნიშვნელოვანია, ორივე მხარემ ყველაფერი გააკეთოს.

„იცით, რომ 25 თებერვალს დაანონსებული გვქონდა ოკუპაციის 100 წლისთავის აქცია, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო ნიკა მელიას, რომელსაც დევნიან იმის გამო, რომ გავრილოვი ჩამოიყვანა ხელისუფლებამ და წამოასკუპა საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოში, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც უაღრესად პოლიტიკური პასუხისმგებლობით სავსე პოლიტიკურმა სპექტრმა ქვეყნის პოლიტიკური და დემოკრატიული მომავალი გადავარჩინოთ, მზად ვართ, მოლაპარაკებების შეთავაზების პარალელურად, კვლავ მივცეთ ვადა, კომპრომისის სივრცე ხელისუფლებას და გადავდოთ დაანონსებული აქცია. იმისთვის, რომ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, იმისთვის, რომ შეასრულონ მათ შორის ჩვენი პარტნიორების მოთხოვნები, როგორიც იყო სენატიდან, კონგრესიდან და ყველა იმ საერთაშორისო აქტორიდან, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემდეგ დასრულდეს პოლიტიკური დევნა, დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება და საქართველოს ყველა მოქალაქემ გამოხატოს არჩევნებზე თავისუფალი ნება. ამიტომ მე კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ საქართველოს „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ ოფისში ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური უფლებები, ისტორიაში პირველად, 100 წლის წინ მიღებულ საქართველოს კონსტიტუციაშია დაფიქსირებული.
შემდეგი სტატიაჟიგიმანტას პავილიონისი ხელისუფლებას ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს