ოპოზიცია ზურაბ აბაშიძეს და კახა კალაძეს პარლამენტში იბარებს

news
ავტ.: news თებერვალი 8, 2017 10:40

ოპოზიცია ზურაბ აბაშიძეს  და კახა კალაძეს  პარლამენტში იბარებს

საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე პარლამენტში, “ნაციონალური მოძრაობა” პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის პარლამენტში მისვლის საკითხს დააყენებს. ისინი მისგან ვიზალიბერალიზაციაზე გაკეთებულ განცხადებაზე მოითხოვენ განმარტებებს. პარტიაში ამბობენ, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი გაუმჭვირვალეა და არსებობს ბევრი შეკითხვა.

პარალელურად, საპარლამენტო უმცირესობა “ევროპული საქართველო” კახა კალაძისგან “გაზპრომთან” გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ითხოვს განმარტებებს და დებატების გამართვას.

უმრავლესობა კი ვერც აბაშიძის და ვერც კალაძის პარლამენტში მისვლის აუცილებლობას ვერ ხედავს.

news
ავტ.: news თებერვალი 8, 2017 10:40