ოპოზიცია უკვე წავიდა კომპრომისზე, როდესაც დააყენა ვადამდელი არჩევნების საკითხი, ნაცვლად ხელახალი არჩევნებისა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 3, 2020 14:19

ოპოზიცია უკვე წავიდა კომპრომისზე, როდესაც დააყენა ვადამდელი არჩევნების საკითხი, ნაცვლად ხელახალი არჩევნებისა

ოპოზიცია უკვე წავიდა კომპრომისზე, როდესაც დააყენა ვადამდელი არჩევნების საკითხი, ნაცვლად ხელახალი არჩევნებისა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ყველა წინადადება არჩევნებს უკავშირდება და სხვა შეთავაზებას არ დათანხმდება.

„ჩვენ, პარტიები ყველა თემაზე ვიკრიბებით რუტინულად. ჯერ არანაირი სიახლე არ გვაქვს მესამე რაუნდთან დაკავშირებით და პოზიციური პატიების პოზიციაც უცვლელია – ჩვენი ყველა წინადადება არის ხელახალი არჩევნების ქოლგის ქვეშ. ჩვენი პოლიტიკური გუნდი არ განიხილავს სხვა წინადადებას. ახალი არჩევნების ქოლგის ქვეშ არის ბევრი მნიშვნელოვანი წინადადება, რაზეც ალბათ, ბატონი ალეკოც საუბრობს, რადგან ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ნორმალურად და ნორმალურად ჩატარებას სჭირდება არსებითი ცვლილებები“, – განაცხადა ბოკერიამ.

კითხვაზე, რას იზამს ოპოზიცია, თუკი მმართველი გუნდი განსხვავებულ წინადადებას, მაგალითად 2024 წლის არჩევნებზე ბარიერის დაწევას ან საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებას წარმოადგენს, ბოკერია პასუხობს, რომ არჩევნების გარდა, ოპოზიცია სხვა შეთავაზებას არ დათანხმდება.

„არ შეიძლება იმ პრეცედენტის დაშვება, რომ საქართველოში შესაძლებელია ძალაუფლების მიტაცება, რადგან მერე ეგ გზა მიდის წმინდა წყლის ავტორიტარიზმამდე. ოპოზიცია უკვე წავიდა კომპრომისზე, როდესაც დააყენა საკითხი ვადამდელი არჩევნებისა, ნაცვლად ხელახალი არჩევნებისა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 3, 2020 14:19

Google სტატისტიკა


5,195
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics