ოპოზიცია წყალტუბოში ცოტნე ზურაბიანის სადეპუტატო ბიუროს პიკეტირებას გეგმავდა

ხმაური იყო წყალტუბოში მერიასა და მაჟორიტარი დეპუტატის, ცოტნე ზურაბიანის ბიუროსთან. ოპოზიციონერები ბიუროს პიკეტირებას გეგმავდნენ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ.

ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თვმჯდომარის სევერიონ გორდულაძის თქმით, ისინი ბიუროს პიკეტირებას გეგმავდნენ, თუმცა ხელისუფლებამ მათ, მხარდამჭერები, მერიის თანამშრომლები და პოლიციელები დაახვედრა, რომელთაც თავად მოახდიენს ოპოზიციონერების პიკეტირება, რასაც დაპირისპირება მოყვა.

გორდულაძის თქმით, პროვოკაციას მაჟოროტარი დეპუტატი, ცოტნე ზურაბიანი ხელმძღვანელობდა.

ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა საკრებულოს დ სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან. მათი თქმით, ოფისს სიმბოლურად მაინც დააბოქლომებენ.

ბრალდებას არ ადასტურებს ცოტნე ზურაბიანი. მისი თქმით, მოქალაქეები ბიუროში საქმისთვის მივიდნენ და ოპოზიცია დესტრუქციული ქმედებით ცდილობს ბიუროს მუშაობა შეაფერხოს. მისივე თქმით, ცუდია, ოპოზიციამ ვარდებით რომ დაიწყო და ბოქლომებით დაასრულა.

banner
წინა სტატიაში“პატრიოტთა ალიანსი” 30 ნოემბერს სპორტის სასახლეში შეკრებას გეგმავს
შემდეგი სტატიაკახა კოჟორიძის ინფორმაციით, მოძრაობა “ლელოს” წევრი ნაცემია