ოპოზიცია შს მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების აუცილებლობაზე საუბრობს

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შს მინისტრის სავარაუდო საუბრის სკანდალური აუდიო ჩანაწერის გავრცელებას, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანოდ აფასებენ. უკრაინულ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ჩანაწერში მხარეები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს განიხილავენ და ასევე, საუბარია პოლონეთში მის ვიზიტზე, სადაც ის დეპუტატს შეხვდა.

„სულ არ გამოვრიცხავ ФСБ-სთან მოთანამშრომლე ადამიანებთან, ასე პირდაპირ, ტელეფონში დაუფიქრებლად ისაუბრა და ამხილა საკუთარი თავი, ჩამოიხსნეს ნიღაბი, რომ ისინი ახორციელებენ პრეზიდენტ სააკაშვილზე დევნას, რომ ისინი უთვალთვალებენ არა მხოლო მიხეილ სააკაშვილს, არამედ, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იმავე ქვეყნის პარლამენტის წევრებს, სხვა მოქალაქეებს, რაც ძალიან დიდი პრობლემა არის,“ – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბარამიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, საქართველოში არა მარტო ჩვეულებრივი მოქალაქეები, არამედ პოლიციაც კი დაუცველია. მისი აზრით, გიორგი მღებრიშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დაუყოვნებლივ უნდა აღიძრას.

„შს მინისტრი თურმე დაკავებულია პოლიტიკურ შოუებში მონაწილეობით, რომელიც ამ დროს იმდენად არის გართული პოლიტიკურ თამაშებში, რომ ღია სატელეფონო ხაზზე საუბრობს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის შესახებ და ღიად გათქვამს საკუთარი პოლიტიკურ შოუს საზოგადოების წინაშე,“ – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

banner
წინა სტატიაშიკონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები – ოპოზიცია მმართველი გუნდის საბოლოო შეთავაზებას ელოდება
შემდეგი სტატიარკინიგზაში აცხადებენ, რომ დესტრუქციულ ძალებს უწყებაში პრობლემების შექმნა სურთ