ოპოზიცია შეცდომას უშვებს,ეს არ არის საკონსტიტუციო კომისია-მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია შეცდომას უშვებს, როდესაც ამბობს, რომ საკონსტიტუციო კომისია იქმნება. მდინარაძის განმარტებით, შეიქმნება საორგანიზაციო კომისია, რომელიც ცვლილებების საყოველთაო განხილვების ორგანიზებას მოახდენს.

„მინდა შევახსენო რომ ეს არ არის საკონსტიტუციო კომისია, შეცდომას უშვებენ. ეს არის საორგანიზაციო კომისია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ორგანიზებას გაუკეთებს საყოველთაო სახალხო განხილვებს. აქაც ფორმალური იქნება პრაქტიკულად იქიდან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი არის დასრულებული და ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ოთხი საკითხის გაფორმება, მიღება ახალი ინიცირების ფარგლებში, რომელზეც შედგა შეთანხმება საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობასა და ვენეციის კომისიას შორის,“-აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

banner
წინა სტატიაშიესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
შემდეგი სტატია“მღებრიშვილის დავალებით მოხდა გუშინ ჩვენი დარბევა…წამაქციეს და შემდგნენ ფეხებით”- სადღობელაშვილი