ოპოზიცია რუსეთის მიერ ორი მესაზღვრის დაკავებასთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს

ოპოზიცია სასაზღვრო პოლიციის ორი თანამშრომლის – კობა მაჭარაშვილის და გიორგი კერესელიძის, გატაცების, ასევე, რუსეთს აქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე უპილოტო საფრენი აპარატის გამოჩენის შესახებ ახსნა-განმარტებას ითხოვს.

ევროპული საქართველოს წევრი, სერგო რატიანი, აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ამჯერად მაინც უნდა გაატაროს მკაცრი ზომები, რასაც საერთაშორისო საზოგადოების ადეკვატური რეაქცია უნდა მოჰყვეს.

„რუსეთის მხრიდან ეს იყო მორიგი მტრული ნაბიჯი და აუცილებელია ძალიან მკაცრი რეაგირება ამაზე. წლების განმავლობაში ჩვენ ხელისუფლებისგან ვერ ვხედავთ შესაბამის რეაგირებას და ასევე, სასაზღვრო ზოლი არ არის სათანადოდ დაცული. ამჯერად მიანც ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ იყოს მკაცრი რეაგირება და იყოს საერთაშორისო საზოგადოების ადეკვატური რეაქცია,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.

ქართველი მესაზღვრეები საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე სამი დღის წინ დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი მესაზღვრე რუსმა სამხედროებმა გუშინ უკვე ქართულ მხარეს გადმოსცეს.

banner
წინა სტატიაშიმესამე სექტორი სასაზღვრო პოლიციის ორი თანამშრომლის დაკავებას ეხმაურება
შემდეგი სტატიაუნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს – მამუკა მდინარაძე რუსების მიერ სამხედროების დაკავებაზე