ოპოზიცია პრაიდზე – მოვუწოდებთ გომელაურს გამოცხადდეს პარლამნეტში

თბილის პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტში განცხადება გააკეთეს და შს მინისტრს პარლამენტში გამოცხადებისკენ მოუწოდეს.

ხათუნა სამნიძის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი ადამიანის უფლებათა კომიტეტზე დაიბარეს, თუმცა მათ მინისტრისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. სამნიძემ კომიტეტის თავმჯდომარეს სხდომის ჩანიშვნისკენ მოუწოდა.

სამნიძის თქმით, მუქარისა ძალადობრივი მოწოდებების ფონზე, მნიშვნელოვანია პრაიდის ორგანიზატორებმა და მარშის მონაწილეებმა იცოდნენ, როგორ აპირებს შსს მათი უფლებების დაცვას.

“ჩვენ პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტზე შინაგან საქმეთა მინისტრი დავიბარეთ, იმისთვის, რომ მან უპასუხოს ყველა შეკითხვას და გვქონდეს გარანტია, რომ სწორედ ისე ჩატარდება ეს კვირეული და 5 ივლისის მარში, რომ თითოეული ადამიანის უფლება დაცული იქნება.

სამწუხაროდ, დღემდე არ გვაქვს პასუხი, ამით ირღვევა რეგლამენტი, არ ჩანიშნულა ადამიანის უფლებათა კომიტეტი, არაფერს გვეუბნება მინისტრი, რომელსაც ვალდებულება აქვს, რომ ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს, ამიტომ კიდევ ერთხელ დღეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს ვთხოვ, რომ ჩანიშნოს კომიტეტი და მინისტრს ვთხოვთ დაიცვას რეგლამენტი, მოვიდეს პარლამენტში, დეპუტატების კითხვებს გასცეს პასუხი, ასევე პრაიდის ორგანიზატორებს, რომლებიც არაერთხელ გამოდიან თხოვნით, ხვდებიან შსს-ს წარმომადგენლებს, რომ მიიღონ გარანტიები, რომ მათი უფლებები და უსაფრთხოება იქნება დაცული”,-თქვა ხათუნა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშიკუჭავა თამარ ჟვანიას გადადგომაზე – დასრულდა ის დრო, როდესაც ვინმე თანამდებობიდან იძულებით მიდიოდა
შემდეგი სტატიასიმონიშვილი – სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს ნებისმიერი პირის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება