ოპოზიცია – პოლიტპატიმრების გათავისუფლების და ახალი არჩევნების მოთხოვნა არ გადაისინჯება

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ოპოზიციის ლიდერებმა მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმა და ერთიანი განცხადება გააცნო. განცხადების თანახმად, ოპოზიციის მოთხოვნები კვლავ ახალი საარჩევნო სისტემით ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.

“დღეს, საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ ივანიშვილის რეჟიმი მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს თავისუფლებისა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის. საპარლამენტო არჩევნების გაყალბების, ნიკა მელიას უკანონოდ დაკავების და ოპოზიციური პარტიის შტურმით აღების შემდეგ საფრთხე უფრო რეალური გახდა.

ივანიშვილის მოღალატეობრივი პოლიტიკა აწყობს მხოლოდ რუსეთს, ოკუპანტს, რომლის ამოცანა მხოლოდ ჩვენი სუვერენიტეტის დამხობაა. ამ კრიზისის განსამუხტად და პროცესების მშვიდობიან კალაპოტში დასაბრუნებლად აუცილებელია პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა იმ სისტემით და წესებით, რაც მოლაპარაკებისას შემუშავებულ საერთო ოპოზიციურ წინადადებებშია ასახული.

ეს არის საქართველოს დემოკრატიული პარტიების მთავარი მოთხოვნა და ეს პოზიცია არ გადაისინჯება”. – ნათქვამია ოპოზიციის საერთო წერილში.

banner
წინა სტატიაშიბადრი ჯაფარიძე – ივანიშვილის რეჟიმი მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი მოქალაქების უსაფრთხოებისათვის
შემდეგი სტატიაუგულავა – ფანჯრიდან გაგდებული ღარიბაშვილი საკვამურიდან დააბრუნეს