ოპოზიცია ფიქრობს, რომ ბიზნესომბუდსმენმა პოსტი მთავრობის გადაწყვეტილებით დატოვა

ბიზნესომბუდსმენისა და მისი მოადგილის მიერ თანამდებობის დატოვებას უკვე მოჰყვა შეფასებები ოპოზიციაში.

“ნაციონალურ მოძრაობაში” არ სჯერათ, რომ სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები, თანამდებობებს საკუთარი გადაწყვეტილებებით ტოვებენ. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ბიზნესომბუდსმენმა პოსტი მთავრობის გადაწყვეტილებით დატოვა.

რომან გოცირიძე ამბობს, რომ იქამდე, სანამ ომბუდსმენი მთავრობის დაქვემდებარებაშია, მისი როლი ქართული პოლიტიკის განვითარებაში ნულოვანი იქნება.

“სანამ ომბუდსმენი იქნება მთავრობის დაქვემდებარებაში, მისი როლი ნულოვანი იქნება ქართული ეკონომიკის განვითარებაში. ეს ინსტრუმენტი გინდ ყოფილა და გინდ არა. ეს არის ფაქტობრივად, მთავრობის პროპაგანდისტული გადაწყვეტილება და მეტი არაფერი. რაც შეეხება საკადრო გადაადგილებას, ამაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, თავისი ნებით, რომ არ მიდიან არასდროს, ეს ფაქტია,”
– აცხადებს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ თანამდებობა დატოვეს
შემდეგი სტატიამამა ანდრია მეუფე პეტრესა და ნინო ბურჯნაძეს შეხვედრას ადასტურებს