“ოპოზიცია ნერვიულობს ობიექტურად, რადგან მისია დაადგენს ყველაფერს, რაც უკავშირდება უგულავას მიერ 48 მილიონის მოპარვას”

პოზიცია ნერვიულობს და ნერვიულობს ობიექტურად, რადგან ევროპარლამენტარებისგან შემდგარი მისია დაადგენს ყველაფერს, რაც უკავშირდება უგულავას მიერ 48 მილიონის მოპარვას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„საქმე ძალიან მარტივად არის, ევროპარლამენტარები იღებენ პირველად ინფორმაციას, რომ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს შეეფარდა სისხლის სამართლის სანქცია, ბუნებრივია, ერთი შეხვედრით იწვევს გარკვეულ აღელვებას, თუმცა მთავარია დეტალები. როდესაც მისიის წარმომადგენლები გაიგებენ დეტალებს, როგორ იპარავდა უგულავა 48 მილიონს, ასეთ შემთხვევაში იქნება შესაბამისი დასკვნა, ზუსტად ეს ანერვიულებს როგორც სამადაშვილს, ასევე ბაქრაძეს და სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, კონსულტაციები გაიმართა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელთან, რაც იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ეს მისია აუცილებლად ჩამოვა საქართველოში.

„საქმე არის ძალიან ნათელი, მთავარია ჩვენი ინიციატივა, რომლის თანახმადაც ევროპარლამენტარებს ეძლევათ საშუალება, ჩამოვიდნენ საქართველოში და შეისწავლონ ამ საკითხის დეტალები, როგორც არსებითი მხარე, ასევე პროცედურული მხარე. ბუნებრივია, ეს ყველაფერს ნათელს მოჰფენს და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები ძალიან განერვიულდნენ, როდესაც გაიგეს ამ ინიციატივის თაობაზე. ნახეთ, რომ გუშინ სალომე სამადაშვილმა, დავით ბაქრაძემ და სხვებმა გააკეთეს უარყოფითი კომენტარები ამ ინიციატივასთან დაკავშირებით. ყველაფერი არის მარტივი, ერთი, რომ ეს მისია აუცილებლად დაადგენს იმას, რომ უგულავამ მოიპარა 48 მილიონი, გადასახადის გადამხდელების, თბილისი მოქალაქეების და საქართველოს მოსახლეობის ფული. მეორე, დადგინდება, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების თანახმად, არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ იყო სახეზე. გაირკვევა, რომ ეს არის ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკა. ყველაფერს მოეფინება ნათელი“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკახიძე-ასოცირების კომიტეტმა დეკლარაციის “ოცნების” მიერ მომზადებულ ტექსტს მხარი არ დაუჭირა
შემდეგი სტატია“შემდეგი პოლიტპატიმარი შეიძლება იყოს ნებისმიერი, მათ შორის მეც, მაგრამ ბრძოლა არ გაჩერდება”