ოპოზიცია მორიგ აქციას 14 ნოემბერს გამართავს

ამ დროისთვის, პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეები აღარ იმყოფებიან, ორგანიზატორები კი შაბათისთვის ემზადებიან, შემდეგი შეკრება 14 ნოემბერს იგეგმება.

რუსთველის გამზირზე დღეს სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

“ამ ადამიანებში დაინახა ივანიშვილმა საფრთხე და ეს შიში არ არის უსაფუძვლო. რა თქმა უნდა, ახალგაზრდობა არ შეეგუება პუტინის რუსეთის ქვეყნის ჩამოყალიბებას. სამწუხაროა, რომ პოლიციელები გაუსწორდნენ ერთ-ერთ დაკავებულს. ეს არის უკვე შევარდნაძის დროინდელი პოლიცია, რომელიც ქუჩაში ცემს ადამიანებს. ეს რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს, უნდა იყოს პრესინგი მთელ საქართველოში,”- აცხადებს “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ირმა ნადირაშვილი.

“პროტესტი გაგრძელდება და იქნება გაცილებით უფრო ფართომასშტაბიანი და ვიქნებით აქ მანამდე, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ქართული საზოგადოების ერთიანი მოთოვნა, ხელახალი და სამართლიანი არჩევნები,”-აცხადებს პარტიის “ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე.

banner
წინა სტატიაშიმარტვილში ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
შემდეგი სტატიაეს არის ბიძინა ივანიშვილის და კობახიძეების ხუშტურზე გამოცემული შეზღუდვა – ნადირაშილი