ოპოზიცია მოლაპარაკებების ჩაშლას არ აპირებს

პრეზიდენტმა მიშელმა მოლაპარაკების მაგიდაზე დადო კონკრეტული ჩარჩო დოკუმენტი, რომელშიც შედის ექვსი პუნქტი და ოპოზიციას მზაობა აქვს, ექვსივე პუნქტზე მიაღწიოს შეთანხმებას, ამიტომ ივანიშვილი უნდა ჩამოყალიბდეს ახლა, სურს სანქცირებული ოლიგარქების მწკრივში ჩადგომა, რომლებიც უხვად არიან ამ რეგიონში, თუ სურთ, რომ მართლაც მივაღწიოთ მოლაპარაკებას იმ ჩარჩოში, რომელიც შარლ მიშელმა დადო მოლაპარაკების მაგიდაზე. ვადები ნამდვილად შემჭიდროებულია, რადგან თავად პრეზიდენტ მიშელის განცხადება იყო, რომ რაღაც შეთანხმება ამ ჩარჩო დოკუმენტის ფარგლებში უნდა მოხდეს 16 მარტამდე. ამ მოცემულობაში საერთოდ ძალიან გართულდა რამე დემოკრატიულ ნიშანწყალზე და დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღებაზე საუბარი, როდესაც ვხედავთ, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები სავარაუდოდ თავად მოქმედებენ კოორდინირებულად უმძიმესი დანაშაულების ჩასადენად, მაგრამ ჩვენი ვალია, რომ ჩვენ ეს მოლაპარაკებები მივიყვანოთ ბოლომდე, მივაღწიოთ კონკრეტულ შეთანხმებას, შემდეგ ჩავატაროთ ვადამდელი არჩევნები და ხელისუფლებაში მოვიდნენ ნორმალური პოლიტიკური ძალები, რომლებიც მათ შორის ამ დანაშაულსაც გამოიძიებენ. რა თქმა უნდა, ოპოზიციის ვალია განიხილოს საკუთარი რეაგირება ამ ყველაფერთან დაკავშირებით და გავლენა, რაც შეიძლება, ამან იქონიოს მოლაპარაკებებზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, ოპოზიცია მოლაპარაკებების ჩაშლას არ აპირებს.

„არავინ მოლაპარაკებებს არ შლის. საკუთარ ქმედებებზე თუ საუბრობენ და წინასწარგანზრახვებს აანონსებენ, ვერ გეტყვით, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან მოლაპარაკების ჩაშლას არავინ აპირებს. რაც შეეხება ამ ჩანაწერის ავთენტურობის საკითხს, კი ბატონო, გავაგზავნოთ ერთობლივად, თუნდაც ტელევიზიამ ან შეიძლება, არასამთავრობო სექტორმა გააკეთოს ეს, ან სახალხო დამცველმა გაგზავნოს ეს ჩანაწერები საერთაშორისო ექსპერტიზაზე და მათი ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, გადადგეს ყველა პირი, ვინც იქ მონაწილეობს. პასუხისგებაში მიეცეს მათ შორის ის, ვინც ამ დავალებებს გასცემს და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. მისაღებია ეს სამოქმედო გეგმა მათთვის? საინტერესო იქნება მათი პასუხი ამაზე“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა: ავთენტურობის დასტურების შემთხვევაში გადადგეს ყველა პირი ვინც იქ მონაწილეობს და პასუხისგებაში მიეცეს
შემდეგი სტატია“გოგოები ქუჩიდან, კლუბიდან, ბარიდან “ააფრინეს” და მიჰგვარეს ახლადგამოჩეკილ უფლისწულს”