ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია და ამის აღიარება ხელისუფლებას მოუწევს

მოსამართლეები არნახული ზეწოლის ქვეშ არიან, თუმცა უნდა გაუძლონ, რადგან დღეები და თვეებია დარჩენილი

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და ხელისუფლებას ამის აღიარება მოუწევს.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ყველა უკანონო პატიმარი უნდა გათავისუფლდეს და მათ შორის ვანო მერაბიშვილიც.

„ძალიან უცნაურია ამ თემის შემოგდება ხელისუფლების მხრიდან, როდესაც აღმოჩნდა, რომ ჯერ არ არის გასული ის ვადა, რომელიც ითვალისწინებს ვადამდე ადრე გათავისუფლებას. და ეს აჟიოტაჟი ხელისუფლების ჩამოწოდებით იქნა შემოგდებული. თუ რატომ ეს არის გაურკვეველი,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, ოთარ კახიძე აცხადებს, რომ ეს დაადასტურა ადამიანის უფლებათა ევროსასამართლომ.

„თუ ძალაში დარჩა სექციის ვერდიქტი მაშინ ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში მოუწევს ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება, სხვა შემთხვევაში მიიღებს ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ ზიანს დასავლელი პარტნიორებისგან. ამიტომ შესაძლოა ვადამდე ადრე გათავისუფლება იყოს ხელისუფლებისთვის ერთგვარი გამოსავალი ამ სიტუაციიდან,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.

banner
წინა სტატიაშიმეგის ქარდავა არ არის “ნაციონალური მოძრაობის” წევრი
შემდეგი სტატიარეჟიმი, რომელიც 2012 წლამდე ბობოქრობდა, ასეთი ადამიანების ხელით ჩადიოდა წამებას და გაუპატიურებას – კილაძე