“ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია რადგან მათი კანდიდატი შალვა შავგულიძე გამოდის ზნეობის, კანონის საწინააღმდეგოდ და აქვს პოლიტიკური ამნეზია”- გია ვოლსკი

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია რადგან მათი კანდიდატი შალვა შავგულიძე გამოდის ზნეობის, კანონის საწინააღმდეგოდ და აქვს პოლიტიკური ამნეზია. ის უარყოფს ყველა ბრალდებას რომელიც ბოლო ორი დღეა “ევროპული საქართველიდან” კეთდება.

„ძალაიან მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ოპოზიცია, რადგან მათი კანდიდატი შალვა შავგულიძე გამოდის ზნეობის, კანონის საწინააღმდეგოდ და აქვს პოლიტიკური ამნეზია. თითქოს ის ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ დანაშაულებრივ სქემას, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, ისინი წესიერი ხალხი არიან და საზოგადოების ყურადღების გადატანა სურთ, ვითომ სადღაც კრიმინალური ავტორიტეტები მონაწილეობენ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიხმაური ახმეტის საკრებულოს სხდომაზე – ადგილობრივებმა საკრებულოს წევრებს სხდომის გაგრძელების საშუალება არ მისცეს
შემდეგი სტატიათითიდან გამოწოვილი საბაბით თავის ხელდასმული პრემიერი ბრიუსელში გაგზავნა – მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ბახტაძის ვიზიტს ეხმაურება