ოპოზიცია მალავს შემოსავლებს – კობახიძე აუდიტის ანგარიშზე

წინასაარჩევნოდ პარტიების შემოწირულობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს პარლამენტის თავმჯოდმარე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სხვაობა იმით არის გამოწვეული, რომ ოპოზიცია საკუთარ შემოსავლებს მალავს:

“სამწუხარო რეალობაა ის, რომ ოპოზიციური პარტიები და ასევე დამოუკიდებელი კანდიდატები არ ახდენენ საკუთარი შემოსავლების და ხარჯების დეკალარირებას და სწორედ ეს არის ამ დიდი სხბვაობის მიზეზი. ქართული ოცნება ახდენს თავისი შემოსავლების, ხარჯების დეკლარირებას. ეს არის ასახული შესაბამის დეკლარაციებში, რომლებიც წარედგინება აუდიტის სამსახურს, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელიც მალავს საკუთარ შემოსავლებსა და ხარჯებს. ეს არის ქართული, სამწუხარო რეალობა” განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიყვარელში ახალგაზრდა ქალმა თავი მოიკლა
შემდეგი სტატია“NDI-ის რეკომენდაციები მოიცავს სხვადასხვა სფეროს მათ შორის საარჩევნო კამპანიების დაფინანსებას”- ლორა თორტონი