ოპოზიცია დღეს სამოქმედო გეგმას გამოაცხადებს

ოპოზიცია დღეს სამოქმედო გეგმას გამოაცხადებს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, ოპოზიცია სამოქმედო გეგმას დღეს, 12:00 საათზე, პარლამენტის წინ გააჟღერებს.

„ქართულმა ოცნებამ“ ზურგი შეაქცია არამხოლოდ საკუთარ ხალხს, არამედ ევროპას და მთელ დასავლეთს. ეს იყო მათი პასუხი იმ მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა თბილისში. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ღიად განაცხადა, რომ ის კარს უხურავს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და მთლიანად დასავლეთს. ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიცია იყო სრულად კონსტრუქციული არამხოლოდ მოლაპარაკებებში, არამედ თავის ქმედებებში. ჩვენ პრაქტიკულად უარი ვთქვით ყველანაირ პროტესტზე ქუჩაში, ვიდრე არ დასრულდებოდა მოლაპარაკებები, ვინაიდან ვფიქრობდით, რომ კიდევ გამოინახებოდა საღი აზრი „ქართულ ოცნებაში“ და ჩვენ მივიდოდით გარკვეულ შეთანხმებამდე, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ჩვენ გავაუქმეთ ყველა აქცია და მათ შორის უარი ვთქვით 20 მარტის აქციაზე, რომელიც იყო დაგეგმილი, მაგრამ ჩვენ გადავდივართ მოქმედების სულ სხვა რეჟიმზე და სულ სხვა ტალღაზე, ამიტომ ჩვენს გეგმას, თუ რას ვაპირებთ უახლოეს მომავალში და როგორ გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები, ამის შესახებ რუსთაველზე გამოვაცხადებთ“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიაპონიის მთავრობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სახანძრო-სამაშველო ავტომანქანას გადასცემს
შემდეგი სტატიაადამიანის უფლებათა ცენტრი გალის რაიონიდან გადმოსული ექთნის ანაკლიის საკარანტინე სივრცეში გარდაცვალების საკითხს ეხმაურება