ოპოზიცია დღეს აქციას პროკურატურასთან გამართავს

news
ავტ.: news ნოემბერი 20, 2019 12:09

ოპოზიცია დღეს აქციას პროკურატურასთან გამართავს

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება საკუთარ დანაპირებს ასრულებდეს, ის ხალხის წინააღმდეგ ბრუტალურ ძალას იყენებს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელმა, გიორგი გუგავამ განაცხადა.

გიორგი გუგავამ ოპოზიციის გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგეგმება მწვავე აქციები და სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირება.

„ოპოზიციის პასუხი იქნება საკმაოდ მკაცრი. იქნება უმწვავესი აქციები, ფართომასშტაბიანი, სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირებები და ჩვენ ვაიძულებთ ხელისუფლებას, შეასრულოს თავისი დაპირება, რომელიც სისხლით არის შეღებილი 20 ივნისის ღამეს და ქვეყანაში მიღებული იყოს პროპორციული არჩევნები, რომელიც არის ყველაზე დემოკრატიული, ყველაზე სამართლიანი, განაპირობებს ამ ხელისუფლების ჩანაცვლებას ძალაუფლებიდან“, – განაცხადა გუგავამ.

მისი თქმით, 25 ნოემბერს პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა გაიმართება. ამასთან, დღეს დაგეგმილია აქცია პროკურატურასთან.

„25 ნოემბერს, 19:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც დემონსტრაცია გაიმართება პარლამენტის წინ, ხოლო მეორე, სესიის დღეს მოხდება პარლამენტის შენობის პიკეტირება. დღეს იგეგმება აქცია პროკურატურასთან, ხვალ სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან აქცია-პიკეტირებები, დაბოქლომება ასე ვთქვათ, მუდმივად იქნება აქციები, სანამ ხელისუფლებას არ ვაიძულებთ, დაუბრუნდეს კანონიერ ჩარჩოებს. მას რეალურად ლეგიტიმურობა დაკარგული აქვს საზოგადოებაში და ერთადერთი გამოსავალი გააჩნია, მიიღოს პროპორციული არჩევნების წესი, რათა მშვიდობიანი არჩევნის გზით ჩამოვაცილოთ ოლიგარქია ძალაუფლებას“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

news
ავტ.: news ნოემბერი 20, 2019 12:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


24,138
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics