ოპოზიცია დესტრუქციულია, ახლა სამთავრობო გეგმაზე საუბარი არაადეკვატურიც კი იქნება – მამუკა მდინარაძე

ახლა სამთავრობო გეგმაზე საუბარი არაადეკვატურიც კი იქნება – საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იმ მიზეზის განმარტებას ცდილობენ, რის გამოც პრემიერი დღეს პარლამენტში არ გამოცხადდა.

როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს, ოპოზიცია დესტრუქციულია და მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, მამუკა ბახტაძის საკანონმდებლო ორგანოში მისვლა და სამთავრობო პროგრამაზე მსჯელობა არაადეკვატური იქნება. მდინარაძის თქმით, ბახტაძე პარლამენტში მაშინ მივა, როცა მშვიდად მსჯელობის შესაძლებლობა იქნება.

„ამ დღეების განმავლობაში ოპოზიციისგან ვხედავთ მხოლოდ დესტრუქციას. სიტუაციის დაძაბვის მცდელობას. მეტი მათი მხრიდან არაფერი მოდის. გუშინ ნიკა მელიაც კი არ დაიცვეს პოლიტიკური განცხადებები აკეთეს. ამ დღებში სამთავრობო პროგრამებზე და სხვადასხვა დეტალებზე საუბარი შეიძლება არაადეკვატურიც კი გამოჩენილიყო. სწორედ ამიტომ მივედით დასკვნამდე რიგგარეშე სესია მოვიწვიოთ, გადავუხვიოთ თუნდაც რეგლამენტიდან და გავმართოთ შესაბამის დროს როდესაც ოპოზიცია იქნება ჩართული და ყველა დეტალზე იქნება შესაძლებელი საუბარი, მათ შორის შესაძლებელი იქნება საუბარი მიმდინარე მოვლენებზე და უფრო მეტად შეგვეძლება შეფასება, წყნარად მშვიდად აღელვების გარეშე და რაციონალურად, რა მოხდა სინამდვილეში,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის მოციქულმა პრემიერმა ვერ გაბედა იმ დარბაზში შესვლა, სადაც გავრილოვი იჯდა – რომან გოცირიძე
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომას არ დაესწრება