ოპოზიცია დაასრულებს ივანიშვილს, უკვე “ლელოს” გარეშე! – ლაშა ბუღაძე

ბუღაძე ნამახვანჰესზე

მწერალი, აქტივისტი ლაშა ბუღაძე ეხმიანება “ლელოს” ოფიციალურ განცხადებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ და წერს:

“ლელოს” გადაწყვეტილება, რომ შევიდეს ივანიშვილ-კალანდარიშვილის რუსულ არჩევნებში არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი, არაპრაგმატული, განწირული და არაფერზე დაფუძნებული მავნებლობა. ივანიშვილს აქვს კრიზისი და მისი დასრულება ჩვენს გამძლეობაზეა დამოკიდებული. გამძლეობაზე! ესაა ნაბიჯი, რომელიც ყველაზე მეტად უნდოდა ივანიშვილს – ოპოზიციის გახლეჩა, თუმცა არ გამოუვა: ოპოზიცია არის ხალხი, რომელიც დაასრულებს ივანიშვილს… უკვე “ლელოს” გარეშე! ბოიკოტი რუსულ არჩევნებს! ეჭვი არ მეპარება, “ლელოს” რაციონალური წევრები ამ ბრიყვული და მოღალატეობრივი გადაწყვეტილების მერე დატოვებენ ამ არაადეკვატურ პარტიას”, – წერს ლაშა ბუღაძე.

საბა ბუაძემ ლელოს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია დატოვა

banner
წინა სტატიაშილევან ხაბეიშვილი: რა სხვაობაა ქოცსა და ლელოს შორის?!
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: ფაქტია, ივანიშვილმა ისევ შესძლო ოპოზიციის გახლეჩვა და საფუძველი გამოაცალა ერთიანი ფრონტით ქვეყნის ევროპული მომავალისათვის ბრძოლის პერსპექტივას