ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი “გაზპრომთან” ხელმოწერილი დოკუმენტის გასაჯაროებას ითხოვს

უმრავლესობაში გაზპრომთან გასაფორმებელ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ენერგეტიკის მინისტრის პარლამენტში დაბარების საკითხის დაყენებას არ გამორიცხავენ.

რაც შეეხება დოკუმენტის გასაჯაროებას, მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ არსებობს საკითხები, რომელსაც არ უნდა მოეხსნას გრიფი.

“მინისტრების პარლამენტში შესვლა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. რეგლამენტის მიხედვით ეს თემაც განხილვის დღის წესრიგში შეიძლება შევიდეს შეხვედრის, თუმცა ისტერიული ატმოსფეროს ჩამოყალიბებას ცდილობენ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. არის თემები, რომელიც არის დახურული თემა. შეიძლება ვიკითხოთ ამაზე, შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ საქმიან ატმოსფეროში,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეთანხმებას ქვეყნისთვის საზიანოდ აფასებს ევროპული საქართველო და კალაძის საკანონმდებლო ორგანოში დაბარებას ითხოვს.

„ბევრი კითხვაა, რატომ გაფორმდა, ბევრი საკითხია საიდუმლო. ჩვენ დავიბარეთ, კახი კალაძეს გავუგზავნეთ ეს მოთხოვნა და ველოდებით, რომ კვირის განმავლობაშ იქნება გამოხმაურება,“-აცხადებს გიგი წერეთელი.

გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროების მოთხოვნით რეზოლუციას ამზადებს ნაციონალური მოძრაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიცია მთავრობის გადადგომის საკითხს დააყენებს.

„ეს არის წამგებიანი როგორც ენერგეტიკული თვალსაზრისით, ისევე ეროვნული ინტერესების თვალსაზრისით. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ მზადდება რეზოლუცია, რომელსაც შევიტანთ პარლამენტში. იმ შემთხვევაში თუ არ გასაჯაროვდება ეს დოკუმენტი და არ შეწყდება რუსეთთან მავნებლური ურთიერთობები, რომ დადგეს მთავრობის გადადგომის საკითხი,“-განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

დოკუმენტზე გრიფის მოხნას ითხოვს 80-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციაც.

banner
წინა სტატიაში“საქართველომ მიიღო ცალსახად გაუარესებული პირობები,”-პრეზიდენტის მრჩეველი “გაზპრომთან” გაფორმებულ ხელშეკრულებაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაარა გაზპრომს! – აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან