ოპოზიცია და პოზიცია შს მინისტრის პარლამენტში მისვლაზე საუბრობს

“მე საერთოდ მივესალმები მინისტრების სიარულს და ვფიქრობ, რომ თუ ესე არ გაგრძელდება, ყველასთვის არ დამთავრდება ეს ამბავი კარგად” – ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის” მდივანმა, ლევან გოგიჩაიშვილმა შს მინისტრის პარლამენტში მისვლაზე საუბრისას გააკეთა.

ოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტთან თანამშრომლობა აუცილებელი საკითხია.

დეპუტატების შეკითხვებს გიორგი გახარია 2 დღეში, 21 დეკემბერს უპასუხებს. მინისტრის წერილობითი დასტური, პარლამენტში უკვე მიიღეს. შს მინისტრი პარლამენტში სამინისტროს მუშაობის ანგარიშის წარდგენის მიზნით მიდის.

„მინისტრის გამოჩენა პარლამენტში, არ იქნება კვირის მთავარი მოვლენა, ეს ერთი. რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრს, ალბათ კითხვები იქნება ბევრი, თუ არ იქნება თანამშრომლობა პარლამენტთან, საერთოდ ბევრი რაღაც დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ იმიტომ, რომ პარლამენტთან ურთიერთობა ნიშნავს საქართველოს მოსახლეობასთან ურთიერთობას, იმიტომ რომ პარლამენტი არის საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენელი. მე საერთოდ მივესალმები მინისტრების სიარულს და ვფიქრობ, რომ თუ ესე არ გაგრძელდება, ყველასთვის არ დამთავრდება ეს ამბავი კარგად. არავის არავისი არ უნდა ეშინოდეს, თუ ადამიანებს არ შეუძლიათ ლაპარაკი, მინისტრებს ოპოზიციასთან, თუნდაც ყველაზე რადიკალურ ჯგუფთან, ვთქვათ ნაციონალური მოძრაობა როგორც არის, დესტრუქციული. მაშინ მე მგონი ეს პრობლემაა,“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ანგარიშის წარდგენას ეხმაურებიან ოპოზიციაში. „ნაციონალური მოძრაობის“ და ევროპული საქართველოს“ წევრები ამბობენ, რომ მინისტრს ძალიან ბევრ მწვავე კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ფორმატი გიორგი გახარიამ თავის თავზე მოირგო, ვინაიდან ის პარლამენტში არც ფრაქციის და არც კომიტეტის სხდომის ფორმატში არ გამოცხადებულა.

„გახარია უკვე ძალიან დიდი ხანია არღვევს კანონს და დადგენილ თამაშის წესებს, თუ როგორ უნდა მოვიდეს პარლამენტში. ის არ მოვიდა არც ფრაქციაზე, არც კომიტეტზე და ახლა ამჯობინა ე.წ. ანგარიშით წარსდგეს პლენალურ სხდომაზე, იმიტომ, რომ მისთვის არის უფრო კომფორტული და მისაღები ფორმა. მიუხედავად ამისა, მას მაინც მოუწევს ძალიან მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა. პირველ რიგში, ეს ეხება იმ გამოუძიებელ ძალადობის ფაქტებს, ახალქალაქს მათ შორის. მაგრამ ასევე ეხება იმ უკანონობას, რომელიც მოაწყო მან თელავში აქციასთან დაკავშირებით, როდესაც შეუზღუდა ძალიან ბევრ ადამიანს კანონიერი და კონსტიტუციური უფლება, რომ შეკრებილიყვნენ და ზოგადად,“ – განაცხადა ფრაქცია ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა, სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია – ჩვენი მთავარი მოთხოვნაა პასუხი აგოს გახარიამ, საბანაძემ, კუპატაძემ და ფორმიანმა დამნაშავეებმა
შემდეგი სტატიაწარდგენის შემთხვევაში, ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობა შესაძლოა, კვლავ თამარ ჟვანიამ დაიკავოს