“ოპოზიცია ციდან მიწაზე უნდა ჩამოვიდეს” – რომან გოცირიძე

პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაბრუნება კარგი იდეაა, თუმცა უფრო მეტად სასურველი ზღაპარია – ასე ეხმიანება რომან გოცირიძე პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივას.

მისი თქმით, ოპოზიციამ რეალისტური თემები უნდა დაისახოს და ციდან მიწაზე ჩამოვიდეს:

„თუ ოპოზიციას პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა უნდა, ამისთვის საჭიროა არჩევნების არა მხოლოდ მოგება, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოგება. თუ ოპოზიციას საკონსტიტუციო უმრავლესობით მოგების თავი აქვს, მაშინ აშენებულა ქვეყანა და ეს არის. ჩვენ რეალისტური გეგმები უნდა დავისახოთ – კონსტიტუციაში ცვლილებას იმ რაოდენობის ხმები სჭირდება, რაც ოპოზიციას არც ახლა აქვს და, დიდი ალბათობით, არც მომავალში ექნება. ოპოზიციის სამომავლო მიზანი ხელისუფლების შეცვლა და ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება უნდა იყოს. საკონსტიტუციო უმრავლესობით ხელისუფლებაში ვერც „ქართული ოცნება“ მოვა და ვერც ოპოზიცია”, – თქვა გოცირიძემ.

გახარიას პარტია საკონსტიტუციო ცვლილებებს და პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლას ითხოვს.

ყოფილი პრემიერის გუნდში თვლიან, რომ მომავალი პრეზიდენტი არა ხმოსნებმა, არამედ ისევ საქართველოს მოქალაქეებმა პირდაპირი წესით აირჩიონ.

“საქართველოსთვის” წევრების მოთხოვნით, ამ თემაზე “ქართულმა ოცნებამ” მსჯელობაა საგაზაფხულოო სესიის გახსნისთანავე უნდა დაიწყოს.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აზარაშვილი – ყოველდღიურ მონიტორინგს ვუწევთ როგორც ონკოლოგიური, ისე ნებისმიერი მედიკამენტის ბრუნვას ფარმაცევტულ ბაზარზე
შემდეგი სტატიააშშ-ში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა | პროკურატურა