სამადაშვილი: ოპოზიცია აყენებს ორ მთავარ საკითხს – „პოლიტპატიმრების, როგორც მელიას, ისე რურუას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. სამადაშვილის თქმით, ფასილიტატორ ელჩებს აქვთ სურვილი, დაადგინონ მხარეების პოზიციები.

სალომე სამადაშვილის განმარტებით, ელჩები ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც გამართავენ შეხვედრას.

სამადაშვილი ამბობს, რომ უცვლელია ოპოზიციის პოზიცია. კერძოდ, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიცია აყენებს ორ მთავარ საკითხს – „პოლიტპატიმრების, როგორც მელიას, ისე რურუას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“.

„ეს არის სამუშაო შეხვედრა, რადგან ფასილიტატორ ელჩებს აქვთ სურვილი, დაადგინონ მხარეების პოზიციები, ანუ, დღე ისინი შეხვდნენ ოპოზიციას, ასევე შეხვდებიან ხელისუფლებას და ცილობენ, დაადგინონ, არის თუ არა სივრცე, რათა გაგრძელდეს მოლაპარაკებები.

ჩვენ ვსაუბრობთ მათთან ამ პოზიციაზე, როგორ გვესახება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი. ახალს ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რომ ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ, სივრცე რაიმე შეთანხმებისთვის შეამცირა და შეავიწროვა „ქართულმა ოცნებამ“. ჩვენი პოზიცია ნათელია, არასდროს გვითქვამს უარი მოლაპარაკებებზე, მაგრამ რამე შედეგი რომ გამოიღოს, აუცილებელია, დავინახოთ ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები, რაც უკავშირდება პოლიტპატიმრების თემას. ეს თემა თუარ დაიხურა, ვერანაირი მოლაპარაკება ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს. არსებობს ორი მთავარი საკითხი – პოლიტპატიმრების, როგორც მელიას, ისე რურუას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რათა ჩევენს ქვეყანაში აღდგეს დემოკრატიული პროცესი. გვქონდა საუბარი, როგორ, რა მექანიზმებით შეიძლება დასავლეთმა უზრუნველყოს კიდევ უფრო დიდი ზეწოლა „ქართულ ოცნებაზ“, რათა მივიღოთ შესაბამისი შედეგი, რადგან ყველას ესმის, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური ჩიხი შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობით ვაპირებთ, „ქართული ოცნება“ ვაიძულოთ, გამოყვანოს აქედან ჩვენი სახელმწიფო“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ვირუსის ბლოკატორები