ოპოზიცია 5 ივლისს განვითარებული მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ოპოზიცია 5 ივლისს განვითარებული მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამ მოთხოვნით უმრავლესობის წევრებს დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ხათუნა სამნიძემ მიმართა.

სამნიძის თქმით, საგამოძიებო კომისია უმოკლეს ვადებში უნდა შეიქმნას.

„ძალიან გთხოვთ ჩვენი მოვალეობა შევასრულოთ. ორჯერ დაიწვა ევროკავშირის დროშა, ამ მიმართულებით მაინც მხარი დაგვიჭირეთ უმრავლესობამ, რომ შევქმნათ საგამოძიებო კომისია. მე რომ მივიდე ახლა დროშასთან, ჯვართან, რკინის კონსტრუქციასთან, რომელიც იქ დგას, პოლიციელები იმ წამს ჩადგებიან კორდონში და არ მიმიშვებენ. როგორ მოახერხეს ძალადობრივმა ჯგუფებმა და ორჯერ დაწვეს დროშა? დროშის აღმართვა არ არის საკმარისი, ბატონო თავმჯდომარე, ჩვენ გვჭირდება გამოვიძიოთ, როგორ მოახერხეს ამ ჯგუფებმა, რომ დაწვეს ევროკავშირის დროშა. დღესაც გვესმის ძალადობისკენ მოწოდებები. ყველა ვთანხმდებით, რომ საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, შევქმნათ დროულად, სასწრაფოდ და გამოვიძიოთ, როგორ მოხდა ორგანიზებულად თავდასხმები. რიტუალი მოაწყვეს ორჯერ. გამოვიძიოთ და შევქმნათ საგამოძიებო კომისია. არის სხვა ინსტრუმენტები, რომელზეც ოპოზიცია მსჯელობს და გამოიყენებს, მაგრამ ამ კონკრეტულ საგამოძიებო კომისიაზე შევთანხმდეთ, რომ გამოვიძიოთ ვინ დაუშვა ან ვინ არ იმოქმედა იმისთვის რომ ეს არ მომხდარიყო“, – განაცხადა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშიწილოსანი: “ნაციონალურმა მოძრაობამ” ლაშქარავას სიკვდილი თავისი საწადელის 10 წუთით ასრულებისთვის გამოიყენა
შემდეგი სტატიაწულუკიანი – ღარიბაშვილი არ გადადგება, გომელაური არ გადადგება