ოპონირებას გავუწევთ როგორც საარჩევნო რეფორმაზე, ისე ეკონომიკურ პოლიტიკაზე

” პარლამენტში ჩვენ პარტია “ევროპელი სოციალისტებით” ვიქნებით წარმოდგენილი და ხელისუფლებას პირველ რიგში, ოპონირებას გავუწევთ როგორც საარჩევნო რეფორმაზე, ასევე ეკონომიკურ პოლიტიკაზე. მიგვაჩნია, რომ ბოიკოტი და პარლამენტში ხელისუფლების დატოვება ოპონირების გარეშე არასწორია, მაშინ როდესაც ქვეყანაში არაერთი გამოწვევაა. არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ, ოპოზიციამ მთლიანობაში ვერ წარმოვადგინეთ ის მტკიცებულებები, რა მასშტაბის ბრალდებაც გაჟღერდა მოლაპარაკებების დაყებამდე – რა თქმა უნდა ხარვეზები იყო, თუმცა არჩევნების გაყალბება ძალიან ხმამაღალი განცხადება იყო, რომელსაც მტკიცებულებები სჭირდებოდა. შეცდომა იყო უარის თქმა გადათვლაზე, ასევე დათვლის შედეგების გადამოწმებაზე – ეს არათანმიმდევრული გადაწყვეტილებები საერთო ბრძოლას დემოკრატიისთვის აზიანებს. ხელისუფლებას ჩვენ ოპონირებას გავუწევთ, რომ საარჩევნო რეფორმა ბოლომდე მიიყვანოს და ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინოს თვითმმართველობის არჩევნებამდე. თხოვნით მივმართავთ ფასილიტატორ ელჩებსაც, რომ დიალოგის პროცესში ჩვენც ჩავერთოთ, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და მოლაპარაკებებში ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა- ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელ გელა მიქაძის განცხადებაშია ნათქვამი.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ყველაფერი გაკეთდება, რათა ლარის კურსი მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს
შემდეგი სტატიაწელს „ალილო“ სახეცვლილად ჩატარდება