ოპონენტების პოლიტიკური დევნის გახმაურებული საქმეები ომბუდსმენის ანგარიშში – ოპოზიცია სახალხო დამცველის მწვავე დოკუმენტს ეხმაურება

საპარლამენტო ოპოზიცია სახალხო დამცველის კრიტიკულ ანგარიშს ეხმაურება.

ენმ-ის წევრი, სალომე სამადაშვილი, აცხადებს, რომ დოკუმენტში მოხვდა ყველა ის ფაქტი, რომელზეც უკვე დიდი ხანია, ოპოზიცია საუბრობს და ეს ეხება პოლიტიკური ოპონენტების დევნას. მათ შორის, ომბუდსმენის ანგარიშში საუბარია მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც, რომელშიც თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლით საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მუხლი, რომელიც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილებას, იყო ზოგადი და თანამდებობის პირების მიმართ გამოყენებული უნდა იქნას კონკრეტული სისხლის სამართლის მუხლები.

სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას იყენებს პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის.

„დღევანდელი ხელისუფლება გამოიყენებს მართლმსაჯულების სისტემას და სასამართლოს პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის და რაც შეეხება იმ კონკრეტულ ბრალდებას, რომელიც წაუყენეს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს შეწყალების საქმესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, რომ ეს საქმე მთლიანად არღვევს, როგორც ჩვენი კონსტიტუციის და კანონმდებლობის მოთხოვნებს, ასევე დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული სტანდარტის ყველანაირი დარღვევით არის ეს განაჩენი გამოტანილი,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილაშა დარსალია – ჟენევის მოლაპარაკებებზე ჩვენი მთავრი მოთხოვნა არის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო დაკავებები შეწყდეს
შემდეგი სტატიასოფელ ართანაში, ერთ-ერთ ობიექტზე მშენებარე კედელი ჩამოინგრა, დაშავებულია სამი ადამიანი