ოპონენტები სიტყვა ლეგიტიმაციას უადგილოდ იყენებენ-ეკა ბესელია საკონსტიტუციო კომისიაზე გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი

ოპონენტები სიტყვა ლეგიტიმაციას უადგილოდ იყენებენ- ამ განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საკონსტიტუციო კომისიაზე გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს. ბესელიას თქმით, საკონსტიტუციო კომისია, პარლამენტის დადგენილებით არის შექმნილი, რაც ნიშნავს, რომ მას სამართლებრივად აქვს ძალიან მაღალი სტატუსი.

„საკონსტიტუციო კომისია, რომელიც პარლამენტის დადგენილებით არის შექმნილი, ეს ნიშნავს, რომ მას სამართლებრივად აქვს ძალიან მაღალი სტატუსი. ყველა პროცესი, რომელიც წინ უძღვის კონსტიტუციური ცვლილებების ინიცირებას, ეს არის მხოლოდ სამუშაო პროცესი, რაც არის კარგად ორგანიზებისთვის საჭირო და აქ რაიმე კითხვების დასმა ოპონენტების მხრიდან, როდესაც ისინი ძალიან უადგილოდ იყენებენ სიტყვა ლეგიტიმაციას, ეს არის ან არცოდნა ან შეგნებულად დამახინჯება რეალობის,“- ეკა ბესელია.

საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების დამტკიცების შემდეგ პროცესში ჩართვის მიზნით, სავარაუდოდ დღეიდან შესაბამისი შეტყობინებები გაეგზავნება, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო პარტიებს, სამოქალაქო სექტორს და ექსპერტებს. მათ კი უახლოეს დღეებში უნდა წარადგინონ საკუთარი კანდიდატები. როგორც ცნობილია ამ პროცესში არ მიიღებს მონაწილეობას პრეზიდენტის ადმინისტრაცია

banner
წინა სტატიაშიაქციზზე ფასის ზრდა 100 ათასობით ადამიანს გააღარიბებს-ზურაბ ჭიაბერაშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია-მიხეილ ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციაზე