ოფიციალური ვარშავა უსამართლობას უწოდებს ნობელის პრემიის ლაურეატის განცხადებას

ოფიციალური ვარშავა უსამართლობას უწოდებს ნობელის პრემიის ლაურეატის განცხადებას

444ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის სვეტლანა ალექსიევიჩის გამოსვლას, სადაც მან მეორე მსოფლიო ომის პერიოდში პოლონელების მიერ ებრაელების დახოცვაზე ისაუბრა, ოფიციალური ვარშავა გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის გამოსვლები პოლონელ ხალხს ზიანს აყენებს. „ეს მტკიცება არ არის ფაქტებით დადასტურებული და წარმოდგენს უსამართლობას” – ნათქვამია ქვეყნის საგარეო უწყების განცხადებაში. მწერლის სახელზე სპეციალური წერილის გაგზავნას აპირებს პოლონეთის კეთილი სახელის დაცვის კომიტეტიც (ორგანიზაცია პოლონეთის ისტორიას სწავლობს).
განცხადება, რომელმაც ვარშავაში შეშფოთება გამოიწვია, ალექსიევიჩმა ნიუ-იორკში ერთ-ერთ შეხვედრაზე გააკეთა ამა წლის ივნისში. მან, კერძოდ თქვა, რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ყველაზე ცუდად ებრაელებს ზუსტად პოლონელები ექცეოდნენ. ალექსიევიჩი ეყრდნობა მისთვის ნაცნობ პოლონელი ჟურნალისტის მოსაზრებას, რომ თითქოს პოლონელი ეკლესიის მსახურნი მოუწოდებდნენ ებრაელების მოკვლისკენ.
მწერალმა ასევე ისაუბრა, თუ როგორ ხოცავდნენ ებრაელებს უკრაინელი მეომრები ბელორუსში, უკრაინაში, ლიტვასა და ლატვიაში ჯერ კიდევ ნაცისტების მოსვლამდე.
ალექსიევიჩმა ნობელის პრემია 2015 წელს მიიღო.

banner
წინა სტატიაშიბაღდადის ტერაქტში მსხვერპლის რიცხვი 130-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაკვასნევსკი : უკრაინა ნატოში შესვლაზე ოცნებას უნდა მოეშვას