NBC NEWS აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთი წარმომადგენელსა და კიდევ ერთი ოფიციალური პირზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კერძო საუბარში მკაფიოდ უთხრა თავის თანაშემწეებს, რომ ვაშინგტონსა და კიევს შორის ხელმოწერილი წიაღისეულის შეთანხმება საკმარისი არ იქნება უკრაინისთვის დახმარებისა და სადაზვერვო მონაცემების გაზიარების აღსადგენად.
ოფიციალური პირები NBC NEWS-ს უყვებიან, რომ ტრამპს ნამდვილად სურს, რომ ქვეყნებმა შეთანხმებას, რომელიც აშშ-ს უკრაინის წიაღისეულის რესურსების წილს მისცემს, ხელი მოაწერონ. თუმცა, ოფიციალური პირების თქმით, მას ასევე სურს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დამოკიდებულებაში სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ ცვლილება დაინახოს, მათ შორის რუსეთის სასარგებლოდ ტერიტორიის დათმობის მზაობის გამოხატვა.
წყაროების მიხედვით, ტრამპს ასევე სურს, რომ ზელენსკიმ ნაბიჯები გადადგას უკრაინაში არჩევნების ჩატარებისკენ და შესაძლოა, ქვეყნის ლიდერის თანამდებობიდან გადადგომისკენაც.