ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან 21 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 108 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 21 ადამიანი.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4995, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 278 მოქალაქე იმყოფება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : 5 ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმე და კრიტიკული არ არის