ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1 122 209​​ აცრაა ჩატარებული

28 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 122 209​ აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 27 აგვისტოს აიცრა 26 734 პირი. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 760 899 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 26,6 პროცენტია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 361 310, რაც მოზრდილი მოსახლეობის 12.7 პროცენტს შეადგენს.

რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს,საქართველოში კორონავირუსის 4 247 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 053 პაციენტი. გარდაიცვალა 74 ინფიცირებული.

წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 74 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაგადასახადის გადამხდელები ელექტრონული მომსახურებისთვის ახალი შეღავათიანი პირობებით ისარგებლებენ