ოფიციალური მინსკის ვერსიით RyanAir-ში ნაღმის შესახებ ინფორმაცია “ჰამასისგან” მიიღეს

ოფიციალური მინსკის ვერსიით RyanAir-ში ნაღმის შესახებ ინფორმაცია

ბელორუსის ტრანსპორტისა და კომუნიკაციის სამინისტროში განაცხადეს, რომ შეტყობინება იმის შესახებ, რომ თვითმფრინავში ბომბი იყო, ელექტრონულ ფოსტაზე “ჰამასის ჯარისკაცებისგან” მიიღეს – ჟურნალისტებს სამინისტროს წარმომადგენელმა არტიომ სიკორსკიმ განუცხადა – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

“2021 წლის 23 მაისს მინსკის ეროვნული აეროპორტის ელექტრონულ ფოსტაზე მისამართიდან protonmail.com, ინგლისურ ენაზე შემდეგი შეტყობინება მიიღეს: “ჩვენ, “ჰამასის” ჯარისკაცები ვითხოვთ, რომ ისრაელმა ღაზას სექტორში ცეცხლი შეწყვიტოს. ჩვენ ვითხოვთ, რომ ევროკავშირმა ამ ომში ისრაელის მხარდაჭერა შეწყვიტოს. ცნობილია, რომ Delfi Economic Forum-ის მონაწილეები რეის FR4978-ით სახლში ბრუნდებიან. ამ თვითმფრინავში ბომბია ჩადებული. თუკი თქვენ ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებთ, ბომბი 23 მაისს ვილნიუსის თავზე აფეთქდება” – ბრიფინგის დროს სამინისტროს წარმომადგენელმა 23 მაისს მინსკში სამგზავრო თვითმფრინავის იძულებითი დაშვება განმარტა.

“წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა ვილნიუსში, აეროპორტში, რომელიც პირდაპირ ცენტრში მდებარეობს, იმ შემთხვევაში, ინფორმაცია სწორი რომ აღმოჩენილიყო”, – არტიომ სიკორსკიმ თქვა.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის მიმართულებით რეგულარულ რეისს ასრულებდა. მის ბორტზე ოპოზიციონერი ბლოგერი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. თვითმფრინავმა ბელორუსის დედაქალაქში საგანგებო დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც შეატყობინეს, რომ თვითმფრინავში ბომბია, რომლიც არასწორი აღმოჩნდა. თვითმფრინავს ბელორუსის სამხედრო ძალების გამანადგურებლები აცილებდნენ, რომელიც პირადად ლუკაშენკოს ბრძანებით მოქმედებდნენ..
თვითმფრინავის გატაცება მკაცრად დაგმეს ევროკავშირმა, აშშ-მ და ნატომ. ის ნატოს სამიტზე ერთ-ერთიმნიშვნელოვანი თემა იქნება.

ლიეტუვამ და პოლონეთმა თვითმფრინავის იძულებით დასმას “სახელმწიფო ტეროტიზმი” უწოდეს.

ბლოგერთან ერთად დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, ვილნიუსის ევროპის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტუდენტი სოფია საპეგი, რომელიც რომან პროტასევიჩთან ერთად ტელეგრამ-არხ “ნეხტას” თანადამფუძნებელია.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარის განცხადებით, გახარია მერობის კანდიდატად კენჭისყრას ვერ გაბედავს
შემდეგი სტატიაანა ბუჩუკური: სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით მეგობარი ქვეყნებისგან მწვავე შეფასებები მოვისმინეთ