ოფიციალური ინფორმაციით, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი კი დაკავებული

წერეთლის გამზირზე მდებარე „ემ ბი სი“- ს ფილიალის შენობიდან ყველა მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი კი დაკავებული.

“ყველა მძევალი უვნებლად არის გათავისუფლებული, დამნაშავე დაკავებულია” – აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ წერეთლის გამზირზე
მედიასაშუალებებს განუცხადა.

როგორც ვაჟა სირაძემ აღნიშნა, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად საპოლიციო ღონისძიება წარმატებით
დასრულდა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ერთ-ერთ ფილიალზე თავდამსხმელი პირი პოლიციამ დააკავა.

“ღონისძება წარმატებით დასრულდა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების და ასევე, სპეციალური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყველა მძევალი უვნებლად არის გათავისუფლებული და ასევე, შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. რაც შეეხება მოთხოვნებს, ეს ყველასთვის კარგად ცნობილია, გააჟღერა კიდეც მედიასაშუალებით და შესაბამისად, დამატებით დეტალებზე მოგახსენებთ მოგვიანებით”, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

banner
წინა სტატიაშითავდამსხმელმა 11-დან ექვსი მძევალი გაათავისუფლა
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი – ყველა პარტიას მოუწევს კომპრომისზე წასვლა, რათა გამოსავალი მოიძებნოს